07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ევროკავშირმა სირიის კრიზისის მოგვარების ახალი სტრატეგია შეიმუშავა

ევროკავშირმა სირიის კრიზისის მოგვარების ახალი სტრატეგია შეიმუშავა. პროექტი ფედერიკა მოგერიონიმ სირიის კონფლიქტის დაწყების 6 წლისთავზე გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ომის შემდგომ სირიის რეკონსტრუქციაში. ეს იმ პირობით, რომ ქვეყანაში ხელისუფლების გადაბარების პოლიტიკური პროცესი გაეროს უშიშროების საბჭოს და ჟენევის კომუნიკეს თანახმად დაიწყება.

ამას გარდა, ევროკავშირი მზად არის გააუქმოს სანქციები, განაახლოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ქვეყანას ფინანსური დახმარება გამოუყოს, დააფინანსოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგი და განაღმვითი სამუშაოები. ახალ სტრატეგიას უკვე დაუჭირა მხარი ევროკომისიამ.

ფედერიკა მოგერინი დოკუმენტს დასამტკიცებლად ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს, რის შემდეგაც ის ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები