07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჰოლივუდის ვარსკვლავების სამკაულები აუქციონზე გაიყიდება

ჰოლივუდის ვარსკვლავების სამკაულები აუქციონზე გაიყიდება. საუბარია ცნობილი იუველირის იუჯინ იოსეფის ნამუშევრებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში ე.წ. კინოს ოქროს ხანის წარმომადგენლები ატარებდნენ.

მათ შორისაა ელისაბედ ტეილორის, მერლინ მონროს, კეტრინ ჰეფბერნის და ეროლ ფლინის სამკაულები.

ძვირფასეულობა ჯულიენის სააუქციონო სახლში უკვე გამოიფინა. კოლექცია ოქროსა და პლატინისგან დამზადებულ და ძვირფასი ქვებით მორთულ 700-მდე სხვადასხვა სახის სამკაულს მოიცავს. გამოფენა რამდენიმე თვეს გაგრძელდება, აუქციონი კი ნოემბერშია დაგეგმილი.

დღის ამბები