07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს ოპოზიცია ეხმაურება. ისინი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ძალიან დიდ დიპლომატიურ რესურსს ხარჯავს იმის გამართლებაში, თუ რატომ გვყავს ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რატომ ხურავს ხელისუფლება რუსთავი 2-ს. ცხადია, მათ აღარ რჩებათ იმის დრო, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ქვეყნისთვის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, დეოკუპაციაზე ისაუბრონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

განცხადება ევროპულ საქართველოშიც გაკეთდა.

„ხელისუფლებამ 5 წლის განმავლობაში გააკეთა უკვე ის, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო და ამით ამაყობს. საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის სწორედ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, სამწუხაროდ და კარასინი-აბაშიძის ფორმატებით ნაცარს აყრის საზოგადოებას თვალში, რომ თითქოს, რაღაც მიმართულებით, არის გაუმჯობესება,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები