07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
ვაშინგტონი გაეროს ადამიანის უფლებების დამცველი საბჭოს დატოვებით იმუქრება

ვაშინგტონი გაეროს ადამიანის უფლებების დამცველი საბჭოს დატოვებით იმუქრება. ინფორმაციას ფორინ პოლისი რექს ტილერსონზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საბჭოს წერილი მიწერა და ორგანიზაციაში საფუძვლიანი რეფორმების გატარება მოითხოვა.

ფორინ პოლისის ინფორმაციით, ვაშინგტონს არა მართებულად მიაჩნია საბჭოში ისეთი ქვეყნების გვერდით ყოფნა, სადაც მუდმივად ფიქსირდება ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები. ტილერსონის აზრით, ასეთი ქვეყნებია ჩინეთი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე.

ამ დროისთვის გაეროს ადამიანის უფლებების დამცველ საბჭოში 47 ქვეყანაა გაწევრიანებული. თუ საბჭოს რეფორმირება არ მოხდება, რექს ტილერსონი ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის საკითხს დააყენებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი გაეროს დაფინანსების შემცირებასაც აპირებს.

დღის ამბები