07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის დიპლომატიურ სკანდალს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან

ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის დიპლომატიურ სკანდალს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან. განცხადებები დონალდ ტუსკმა და ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, თურქეთი რეალობასაა მოწყვეტილი, თუ ფიქრობს ევროპაში ნაციზმი იჩენს თავს. როტერდამი წარსულში ნაცისტების მიერ დანგრეული ქალაქია, რომელსაც დღეს წარმოშობით მაროკოელი მერი ჰყავს - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ჟან კლოდ იუნკერმა კი ევროპარლამენტის სესიაზე სკანდალური უწოდა თურქი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ნიდერლანდებს გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს ნაციზმის პერიოდთან აიგივებენ.

ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ასეთი გამონათქვამები დაუშვებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ანკარაში ევროკავშირთან მიგრანტების შესახებ დადებული შეთანხმების გადახედვაზეც დაიწყეს მსჯელობა.

დღის ამბები