07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
აშშ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯარისკაცებისთვის საკონტრაქტო სამსახურის შეთავაზებას

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ნაბიჯს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ჯარისკაცებისთვის საკონტრაქტო სამსახურის შეთავაზების შესახებ.

მწვავე კრიტიკა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რადიო თავისუფლებასთან  კომენტარში დააფიქსირა.

„შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ნათელია, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია," - აცხადებს უწყების წარმომადგენელი.

მოსკოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანების პროცესი დაიწყო.

დღის ამბები