07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ტრამპის მიერ ინიცირებული საემიგრაციო კანონი ამჯერად ჰავაის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა

შეერთებული შტატების მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ სახეცვლილი საემიგრაციო კანონი დაბლოკა. 

ამჯერად გადაწყვეტილება ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე  ჰავაის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა, რადგან მან საეჭვოდ მიიჩნია ადმინისტრაციის არგუმენტი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების შესახებ.

დონალდ ტრამპის თქმით, ჰავაის ფედერალური მოსამართლის ნაბიჯი სუსტად წარმოაჩენს ხელისუფლებას და მან პირობა დადო, რომ ბოლომდე იბრძოლებს. პრეზიდენტი საქმის უზენაეს სასამართლომდე მიყვანასაც არ გამორიცხავს.

დღის ამბები