07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ მარკ რუტეს პარტიამ ულტრამემარჯვენე ძალა დაამარცხა

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ მარკ რუტეს პარტიამ მთავარი კონკურენტი, ულტრამემარჯვენე ძალა, დაამარცხა.

გრიტ ვილდერსის პარტიამ თავისუფლებისთვის საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატიდან მხოლოდ 19 მოიპოვა. სულ პარლამენტში სამი პოლიტიკური პარტია შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ჯერ ეგზიტპოლებზე დაყრდნობითაა ცნობილი, გამარჯვებას უკვე ზეიმობს პრემიერი მარკ რუტე.

მისი თქმით, ამ არჩევანით ჰოლანდიამ ბრექსითისა და ამერიკის არჩევნების შემდეგ უარი უთხრა არასწორ პოპულიზმს. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში ულტრა მემარჯვენეები ლიდერობდნენ.

დღის ამბები