07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია ბელარუსის დედაქალაქში

2 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ბელარუსის დედაქალაქში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე.

სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგეც დააკავეს. ისინი უმუშევრობის გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ.

ამ კანონს ქვეყანაში "სოციალური პარაზიტების საწინააღმდეგო" კანონადაც მოიხსენიებენ და ის 250 დოლარის გადასახადს გულისხმობს მათთვის, ვინც წლის განმავლობაში 183 დღეზე ნაკლებს მუშაობს.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი ლუკაშენკო თავისი ვადის 23-ე წელს ითვლის, ბოლო 5 წელია, იშვიათი მოვლენაა.

დღის ამბები