07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობს, სახელწოდებით საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი

ფორუმი, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, გახსნა. დისკუსიის მთავარი თემა მსოფლიო ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის მეთოდებია.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით მიმართავს ბაქოს საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს. ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილებს ყურადღებას. ასევე, პრეზიდენტის გამოსვლაში საუბარი შეეხება ვიზალიბერალიზაციას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო მდივანი, თენგიზ ფხალაძე, ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს

„ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა  საერთაშორისო ტრიბუნიდან სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა თანდასწრებით ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც აქტუალურია ჩვენთვის, ერთი მხრივ და, რაც უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს და უსაფრთხოების გარემოს და, მეორე მხრივ, წარმოვაჩინოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის და, რომელსაც სთავაზობს თავის პარტნიორებს,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან. 

დღის ამბები