07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - აშშ-ის სენატში სანქციების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ

შეერთებული შტატების სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. მოსმენა ამ საკითხზე სენატის საბანკო კომიტეტში გაიმართა. კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა დაადასტურეს, რომ მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე შეზღუდვების მოხსა რუსეთის მორიგ აგრესიას გაუხსნის გზას.

კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, სენატორმა მაიკ ქრეიფომ, განაცხადა, რომ სანქციები არ უნდა მოიხსნას, თუკი რუსეთი ქმედებებს არ შეცვლის. კომიტეტის ხელმძღვანელობამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვან პოლიტიკას შეწყვეტს.

„ერთი რამ ნათელია, სანქციების დონის ნებისმიერი შემცირება, რუსეთის საქციელში შესაბამისი ცვლილებების გარეშე, აღქმული იქნება, როგორ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს კი წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და მისცემს რუსეთს ნებართვას მორიგი ავანტიურებისთვის. რუსეთი თავის საქციელზე პასუხისმგებელი უნდა იყოს,” - განაცხადა მაიკ ქრეიფომ.

ფინანსური ექსპერტები რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი, ირანის მსგავსი სანქციების გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევიან, რადგან თვლიან, რომ ამან შეიძლება, ევროპელები სანქციების კამპანიაში მონაწილეობისგან დააფრთხოს და, რაც მთავარია, რუსეთის ფინანსური სისტემა მთლიანად ჩამოშალოს. ეს კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ გლობალურ პროცესებზეც ექნება გავლენა. 

დღის ამბები