07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
სატელეფონო მოსმენები - ტრამპის ადმინისტრაცია ახალი ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს

სატელეფონო მოსმენების ბრალდებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ახალი ინფორმაციის გასაჯაროებას აპირებს.

განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ტრამპის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ახალი საინტერესო ცნობები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის პერიოდში მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში რამდენიმე კვირის წინ მტკიცებულებების წარდგენის გარეშე დაადანაშაულა.

დღის ამბები