07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
დამასკოში მომხდარი თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

დამასკოში მომხდარი თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 130 აღწევს.

პირველი ძლიერი აფეთქება სასამართლოს შენობასთან მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის შესასვლელთან იმ დროს აამოქმედა, როდესაც სამართალდამცველები მის შეჩერებას და შემოწმებას ცდილობდნენ.

კიდევ ერთმა თვითმკვლელმა კი თავი რესტორანთან აიფეთქა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები