07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
წყალდიდობა და მეწყერი პერუში - დაზარალებულების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

პერუში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარალებულების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ქვეყანაში სეზონური წვიმების შედეგად 8 ათასამდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა, დაზარალდა მოსახლეობა, სოფლად კი განადგურდა სახნავ-სათესი მიწები და პირუტყვი.

ჩამოწოლილ მიწის მასას თან მიაქვს ავტომობილები, მათ შორის სატვირთოებიც. სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გარდაცვლილთა რაოდენობა 62-ს აღწევს.

მეტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

დღის ამბები