07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
იტალიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა

იტალიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა. ამოფრქვევის შედეგად არიან დაშავებულები, ისინი ტელეკომპანია bbc-ის  გადამღები ჯგუფია, სულ 10 ადამიანი.

ისინი ამოფრქვევის მომენტში გადაღებაზე, კრატერის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეტნა ევროპის ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ კრატერი პირველად თებერვალში გააქტიურდა. განმეორებითი ამოფრქვევა კი ლავაზე მოხვედრილმა თოვლმა გამოიწვია.

დღის ამბები