07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
სირიაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

სირიაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა. იერიში ალეპოს პროვინციაში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.

დამკვირვებლების ინფორმაციით, გარდაცვლილების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს.

ვინ განახორციელა იერიში, ამ დროისთვის უცნობია. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ ჯინას სოფელზე იერიში შეერთებული შტატების ავიაციამ განახორციელა, თუმცა, პენტაგონმა ეს ინფორმაცია უარყო.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ავიაციამ ოპერაცია ამ რაიონში ჩაატარა, თუმცა დაიბობმა არა მეჩეთი, არამედ ახლოს მდებარე ალ ქაიდას პოზიციები. ცნობილია, რომ ამავე რაიონზე იერიშები სირიისა და რუსეთის ავიაციამაც განახორციელეს.

დღის ამბები