07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
სიერა ლეონეში მღვდელმა გიგანტური ალმასი ოპოვა

სიერა ლეონეში მღვდელმა გიგანტური ალმასი ოპოვა. ძვირფასი ქვა 706 კარატს იწონის. სასულიერო პირმა, ემანუელ მომოსჰმა ალმასი კონოს აღმოსავლეთ რეგიონში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა და ქვეყნის პრეზიდენტს გადასცა.

ამჟამად ალმასი ცენტრალური ბანკის საცავშია დაცული. მას ექსპერტები სწავლობენ და უახლოეს მომავალში შეაფასებენ. სიერა ლეონეს ხელისუფლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ალმასს აუქციონზე გაყიდის.

დღის ამბები