07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
პოლონელმა ძალოვანებმა 6 კაცი დააკავეს, რომლებსაც ხალხი აღმოსავლეთ ევროპაში არალეგალურად გადაჰყავდათ

პოლონელმა ძალოვანებმა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ხალხი პოლონეთის გავლით აღმოსავლეთ ევროპაში არალეგალურად გადაჰყავდათ.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის ორი - რუსეთის, 4 კი პოლონეთის მოქალაქეა.

სპეცოპერაცია კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ 4 სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების ბინებშიც ჩაატარეს ჩხრეკა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია ამოიღეს. ოპერაციის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

დღის ამბები