07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
ტრამპმა თეთრ სახლში მერკელი მიიღო - შეხვედრა უხერხული ინციდენტების ფონზე

პრეზიდენტად არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპმა პირველად თეთრ სახლში ანგელა მერკელი მიიღო, თუმცა შეხვედრა უხერხული ინციდენტების ფონზე წარიმართა.

ოვალურ კაბინეტში პირისპირი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ფოტოსესიაზე ჟურნალისტებმა ლიდერებს ხელის ჩამორთმევა სთხოვეს, თუმცა დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლების მოწოდებას ყურადღება არ მიაქცია. უხერხული პაუზის შემდეგ პრეზიდენტს თხოვნა ანგელა მერკელმაც გაუმეორა, თუმცა დონალდ ტრამპს არც ამაზე მოუხდენია რეაგირება.

კიდევ ერთი ინციდენტი უკვე ლიდერების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მოხდა. დონალდ ტრამპა ბრიფინგზე ანგელა მერკელს მიმართა, რომ მათ რაღაც მაინც ჰქონდათ საერთო და ეს იყო ის, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ორივე მათგანს უსმენდნენ.

შეხვედრის დროს ლიდერებმა, ძირითადად, უკრაინის კრიზისი, რუსეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა და ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკა განიხილეს.

დღის ამბები