07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
ესტონეთში, რუსეთის შესაძლო აგრესიის შეჩერების პროგრამის ფარგლებში, ბრიტანელი სამხედროების პირველი ჯგუფი ჩავიდა

რუსეთის შესაძლო აგრესიის შეჩერების პროგრამის ფარგლებში ესტონეთში ბრიტანელი სამხედროების პირველი ჯგუფი ჩავიდა.

თვითმფრინავი ემარის აეროდრომზე დაეშვა, სადაც მას ესტონეთის თავდაცვის მინისტრი დახვდა.

ბორტზე დიდი ბრიტანეთის მეხუთე ბატალიონის 120 სამხედრო იმყოფებოდა. ისინი ესტონეთში ნატო-ს მრავალეროვნული ძალების მეთაურობის შტაბს შექმნიან, რის შემდეგაც მათ უკვე აპრილში ბრიტანული კონტინგეტის ძირითადი ნაწილი შეუერთდებათ.

ოფიციალური ლონდონი ესტონეთში სულ 800-ს სამხედროს აგზავნის.

დღის ამბები