07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
პარიზის ორლის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე შეჩერებულია

პარიზის ორლის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე შეჩერებულია. რამდენიმე საათის წინ აეროპორტის სამხრეთ ტერმინალზე მამაკაცი სამხედრო პატრულს დაესხა თავს და იარაღი წაართვა. ეჭვმიტანილი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ მაღაზიაში მოკლეს.

თავდასხმის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. ტერმინალიდან 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, გადაიდო ყველა რეისიც.

თუმცა, სპეცოპერაცია პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს თან ასაფეთქებელი არ ჰქონია.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია ერთი ადამიანის დაკავების შესახებაც, რომელიც შესაძლოა, თავდამსხმელის თანამზრახველი იყოს.

დღის ამბები