07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
მუქარა ბომბის აფეთქების მიზნით - ამერიკელმა სამართალდამცველებმა თეთრ სახლთან მამაკაცი დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა თეთრ სახლთან მამაკაცი დააკავეს, რომელიც აფეთქებით იმუქრებოდა. CNN-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მას მანქანაში ბომბი ჰქონდა. ის უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა და დაკითხვაზე პოლიციაში გადაიყვანა. ავტომობილის შესწავლისას ძალოვანებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს, თუმცა თეთრ სახლში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე ინციდენტია თეთრ სახლში. ორი დღის წინ გაირკვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე დაუდგენელი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა 16 წუთის განმავლობაში ვერ შენიშნა. ინფორმაცია ერთ-ერთმა კონგრესმენმა გაახმაურა და საიდუმლო სამსახური სამსახურებრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები