07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს "კერკეტი კაკალი" უწოდა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს "კერკეტი კაკალი" უწოდა. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთის ლიდერის დახასიათება სთხოვა.

"არ ვიცნობ მას, მაგრამ ცხადია რომ ის კერკეტი კაკალია" - განაცხადა დონალდ ტრამპმა და დაამატა, რომ არც ის იცის თუ როგორი პრეზიდენტია ის რუსეთისთვის, მაგრამ ესეც ადრე თუ გვიან გაირკვევა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ამავე ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი რუს კოლეგას ორჯერ ესაუბრა ტელეფონით.

დღის ამბები