07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
3 წელი ყირიმის ანექსიიდან - ყირიმსა და რუსეთში დღესასწაული აღნიშნეს

ყირიმის ანექსიიდან ზუსტად სამი წელი გავიდა. ეს თარიღი ყირიმში აღლუმით აღნიშნეს. 18 მარტი რუსეთში სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული. თარიღი რუსეთის დიდ ქალაქებში, ანექსირებულ სევასტოპოლსა და ყირიმში სახალხო ზეიმით, კონცერტებით და ფეიერვერკებით აღნიშნეს.

გრანდიოზული კონცერტი გაიმართა მოსკოვში კრემლთან. რუსული მედიის ინფორმაციით, წითელ მოედანზე მასის შესაკრებად ორგანიზატორებმა ხალხს ფული გადაუხადეს. განცხადებები კონცერტზე დასწრებისთვის ანაზღაურების შესახებ ინტერნეტ რესურსებში გავრცელდა. ერ ბე კა-ს ჟურნალისტების ცნობით, თითოეულ მონაწილეს საშუალოდ 400 რუბლი გადაუხადეს.

დღის ამბები