07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილების მიუხედავად, ჩრდილო კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილების მიუხედავად, ჩრდილო კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ექსპერიმენტის ფოტომასალა და კიმ ჩენ ინის განცხადება სახელმწიფო არხმა გაავრცელა. ჩრდილო კორეის ლიდერის ინფორმაციით, სოჰეს პოლიგონზე სამხედროებმა წარმატებით გამოსცადეს ახალი სარაკეტო ძრავი, რომელიც ფხენიანს კოსმოსში მსოფლიო კლასის თანამგზავრების გაშვების საშუალებას მისცემს.

ექსპერტიმენტი დაემთხვა რექს ტილერსონის ვიზიტს რეგიონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სწორედ ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების აუცილებლობა განიხილა. სეულში ვიზიტისას რექს ტილერსონი ფხენიანს პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში სამხედრო ქმედებებით დაემუქრა.

დღის ამბები