07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
თურქეთში დაკავებული გერმანელ ჟურნალისტის საქმეს თურქეთის დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს

თურქეთში დაკავებული გერმანელ ჟურნალისტის საქმეს თურქეთის დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს. ეს განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, ისლამური ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტმა გერმანული დი ველტის ჟურნალისტს ტერორისტების ჯაშუში უწოდა.

დენიზ იუჩელი გასულ კვირას ტერორიზმის მხარდაჭერის პროპაგანდის ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად ოფიციალური ანკარა მის გერმანიის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობაზე საუბრობდა, რასაც ოფიციალური ბერლინი კატეგორიულად უარყოფდა.

დღის ამბები