07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების საკითხზე დღეს კონგრესში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მოუსმენენ

დონალდ ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების საკითხზე დღეს კონგრესში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მოუსმენენ.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში კონგრესმენების შეკითხვებს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მაიკ როჯერსი უპასუხებენ. მოსმენა საჯარო იქნება.

ჯეიმს კომიც და ადმირალი როჯერსიც კონგრესში დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მიიწვია, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არ აქვთ.

დღის ამბები