07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ტოკიოში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა მიმდინარეობს

ტოკიოში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მთვარი თემა სადაო კურილიის კუნძულებია.

თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრის დაწყებისთანავე იაპონურმა მხარემ სამხრეთ კურილიის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო გეგმები გააპროტესტა.

შარშან ორ კუნძულზე რუსეთმა სარაკეტო კომპლექსები განალაგა, წელს კი დივიზიის გაგზავნასაც აპირებს.

კურილიის 4 კუნძული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა მიიერთა, რასაც იაპონია დღემდე ეწინააღმდეგება. 

დღის ამბები