07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ყირიმის ანექსიის მესამე წლისთავზე რუსეთმა ნახევარკუნძულზე სამხედრო სწავლებები დაიწყო

ყირიმის ანექსიის მესამე წლისთავზე რუსეთმა ნახევარკუნძულზე სამხედრო სწავლებები დაიწყო. მანევრები ოპუკის პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში ჩართულია შავი ზღვის ფლოტის გემები და სამხედრო კოსმოსური ძალების შენაერთებიც.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც განგაშის გამოცხადებისთავე დანიშნულების ადგილზე შეიარაღებასა და ტექნიკასთან ერთად, შენაერთებიც გადაისროლეს.

სწავლებებში 2500 მედესანტე და 600 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს.

დღის ამბები