07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
უკრაინაში სარაკეტო იერიშის შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 7 დაშავდა ქვეყნის აღმოსავლეთში სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც სეპარატისტებმა გრადის ტიპის რაკეტებით განახორციელეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებამ იერიშების ამსახველი კადრებიც წარმოადგინა.

დღემდე ურკაინის კრიზისის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო პერიოდში ყველაზე მწვავედ ვითარების ესკალაცია კი თებერვალში მოხდა. 

დღის ამბები