07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება. საუბარია ძვირფას ქვაზე სახელწოდებით ვარდისფერი ვარსკვლავი, რომელიც 60 კარატს იწონის.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვა 60 მილიონ დოლარად გაიყიდება, მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ ეს ბრილიანტი 83 მილიონად გაიყიდა. ის ნიუ იორკელმა მილიონერმა ისაკ ვულფმა შეიძინა, თუმცა თანხა ვერ გადაიხადა. ამის გამო სოთბიმ ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე განმეორებით გაიტანა.

ვაჭრობა ჰონგ კონგის სოთბის აუქციონის სახლში 4 აპრილს გაიმართება. 

დღის ამბები