07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება სავარაუდოდ მაისში დაიწყება

ტერეზა მეიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბრექსიტის პროცედურის დაწყების შესახებ გააფრთხილა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ლონდონი ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლს 29 მარტს აამოქმედებს.

ბრიუსელში აღნიშნეს, რომ პროცედურის დასაწყებად მზად არიან. დონალდ ტუსკი 27 წევრ ქვეყანას ოფიციალურ შეტყობინებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაუგზავნის. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკება სავარაუდოდ მაისში დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები