07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში მიემგზავრება. რექს ტილერსონს რუსეთის დედაქალაქში აპრილის დასაწყისში ელოდებიან. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში გამგზავრების გამო, ტილერსონი ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს გამოტოვებს.

ამ გადაწყვეტილების გამო, სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კრიტიკა დაიმსახურა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ნატოს სამიტის გამოტოვებას შეცდომა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის პარტნიორების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან დაახლოების მცდელობად იქნება აღქმული.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ ტილერსონი ჯერ იტალიაში გაემგზავრება, სადაც დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება, რის შემდეგაც უკვე მოსკოვში გამართავს მოლაპარაკებებს.

დღის ამბები