07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვს შორის მოკავშირეობითი ურთიერთობა საბაზისო შეთანხმების საფუძველზე ვითარდება. მისი თქმით უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებსთან ერთად დღის წესრიგში დგას ასევე სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.

ლეონიდ თიბილოვის განცხადებით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთთან გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პოზიტიურ შედეგებს ხედავს და რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ პუტინმა ლეონიდ თიბილოვს 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატება უსურვა. 

დღის ამბები