07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ბრიუსელში ერთი წლის წინ ტერაქტების შედეგად დაღუპულ ადამიანებს იხსენებენ

ბრიუსელში ერთი წლის წინ ტერაქტების შედეგად დაღუპულ ადამიანებს იხსენებენ. ცერემონიები ქალაქის აეროპორტსა და მეტროს სადგურში მიმდინარეობს, სადაც ტერორისტებმა აფეთქებები მოაწყვეს. ღონისძიებებს ესწრებიან ბელგიის სამეფო ოჯახი და ქვეყნის პრემიერი. ზუსტად ერთი წლის წინ სამმა ტერორისტმა ჯერ ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა თავი, შემდეგ კი თავდასხმა მეტროს სადგურში მოხდა. შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული და ყველა ტერორისტი ბელგიელი იყო.

დღის ამბები