07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თქმით, დიპლომატიურ უწყებაში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამ დრომდე არ ხმაურდება თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, აზიური გარეგნობის მამაკაცს, სავარაუდოდ, საერთაშორისო ისლამისტურ ქსელთან ჰქონდა კავშირი.

თავდამსხმელმა ჯერ ვესტმისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს მანქანით გადაუარა, შემდეგ კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები დანით დაჭრა. საბოლოოდ ის პოლიციამ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

„არ არის ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ. საკონსულოში ტრადიციულად მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და ჩვენ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაგვიკავშირდნენ,“-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები