07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40 ადამიანი.

ქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს პარლამენტს და ბუკინგემის სასახლეს. ვრცელდება პირველი კადრები, რომლებიც ხიდზე უშუალოდ ტერაქტს და შემდეგ ხალხის პანიკას ასახავს.

მთავრობის საგანგებო შეკრება გამართა პრემიერმა ტერეზა მეიმ, შემდეგ კი ქვეყანას მიმართა. მისი თქმით, სიძულვილისა და ბოროტების საშუალებით ბრიტანეთს ვერავინ აიძულებს უკან დახევას.

დღის ამბები