07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება მიმდინარეობდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თვალთვალი შემთხვევით ხორციელდებოდა - ეს განცხადება კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. დევინ ნუნესის თქმით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება მიმდინარეობდა.

სპეცსსამსახური კი მხოლოდ უცხოელ პირებზე ახორციელებდა თვალთვალს და პრეზიდენტი ამ საქმეში შემთხვევით აღმოჩნდა. პარალელურად CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ნამდვილად ფლობს ცნობებს, რომელიც ტრამპის გარემოცვის რუსეთის სპეცსამსახურთან კოორდინაციაზე მიუთითებს.

მიზანი სავარაუდოდ არჩევნების წინ ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვა იყო.

დღის ამბები