07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
შეერთებულ შტატებში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ვისკონსინის სამ სხვადასხვა რაიონში რამდენიმე წუთიანი ინტერვალით მოხდა.

დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია. პოლიციამ თავდამსხმელი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავა. მომხდარის გამო მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, თუმცა, ადგილობრივებს სამართალდამცველებმა შეტყობინებები გაუგზავნეს და აცნობეს, რომ საფრთხე აღმოფხვრილია.

დღის ამბები