07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია - უკრაინის შს სამინისტრო

უკრაინელი ძალოვანები რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატის მკვლელობას იძიებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დენის ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია, რომელიც უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში იყო ჩანერგილი.

ანტონ გერაშენკოს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მედიის ცნობით, ის 28 წლის პაველ პარშოვია. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა დაადასტურა, რომ მკვლელი უკრაინის მოქალაქეა, ეროვნულ გვარდიაში წელიწადზე მეტია მსახურობს და რუსეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს გადაიბირეს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანა დატოვა და უკრაინაში ითხოვა თავშესაფარი, კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. თავდასხმის დროს საპასუხო ცეცხლი გახსნა დენის ვორონენკოვის მცველმაც, შედეგად მკვლელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

უკრაინელი ძალოვანების ინფორმაციით, მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც ამ დროისთვის ძებნაში იმყოფება.

დღის ამბები