07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი წარუდგინა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი წარუდგინა, რომელმაც ე.წ. ობამაქეარი უნდა ჩაანაცვლოს. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ განიხილა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, დოკუმენტს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ხმაურიანი დებატების ფონზე კონგრესმენებმა პოზიციები ვერ შეაჯერეს და კენჭისყრა გადადეს.

დონალდ ტრამპმა კანონპროექტში ცვლილებების შეტანაზე უარი განაცხადა და კონგრესს ულტიმატუმი წაუყენა. პრეზიდენტის განცხადებით, თუ კონგრესი დოკუმენტს არსებული სახით არ დაამტკიცებს, ის 2012 წელს ობამას ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ კანონს ძალაში დატოვებს.

კონგრესის ქვედა პალატაში განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ობამაქეარის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდნენ და თეთრ სახლთან შეიკრიბნენ. აქცია დაკავებებით დასრულდა.

დღის ამბები