07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ჩეჩნეთში სამხედრო ობიექტზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეჩნეთში სამხედრო ობიექტზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებულმა მებრძოლებმა ნაურის რაიონში მდებარე, რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეჭრა სცადეს და სამხედროებს გაუხსნეს ცეცხლი.

ანტიტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე, ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი, ორმა კი გაქცევა მოახერხა. ძალოვანების ცნობით, თავდასხმა გამთენიისას მოხდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შაჰიდის ქამრების მულიაჟები აღმოაჩნდათ.

მათ თანამზრახველებს მთელი რეგიონის მასშტაბით ეძებენ. დეტალების დასადგენად ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ ჩეჩნეთში ოპერატიული ჯგუფი გაგზავნა. 

დღის ამბები