07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მოსკოვში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მოსკოვში იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ულტრამემარჯვენე პარტიის ნაციონალური ფრონტის ლიდერი პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად იბრძოლებს.

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ შავი სიები ძალაში მხოლოდ ბრიუსელის ზეწოლის გამო რჩება. ნაციონალური ფრონტის ლიდერი რუსული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. მან 2014 წელს მოსკოვის ბანკიდან 9 მილიონი ევროს კრედიტი აიღო, რაც ევროპაში კრიტიკის საგანი გახდა.

ექსპერტებმა ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ევროპელებზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასეს.

დღის ამბები