07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ლონდონის პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 9 ეჭვმიტანილი დააკავა

ლონდონის პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 9 ეჭვმიტანილი დააკავა. ორი მათგანი დღეს აიყვანეს.

უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. ის 52 წლის ხალიდ მასუდი იყო. მან ქალაქის ცენტრში გამვლელებს მანქანა შეაჯახა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა დაცვის წევრმა ადგილზე მოკლა.

გამოძიების ცნობით, რამდენიმე წლის წინ მასუდმა სახელიც და სარწმუნოებაც შეიცვალა. რამდენჯერმე იყო გასამართლებული, თუმცა ტერაქტის ბრალდებით არცერთხელ დაუკავებიათ.

ის დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ თავის მებრძოლად გამოაცხადა და თავდასხმაზე პასუხისმგელობაც აიღო. ბოლო მონაცემით, ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 

 

დღის ამბები