07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ტრამპმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი კონგრესიდან გაიწვია

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი კონგრესიდან გაიწვია.

გადაწვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდნტმა მას შემდეგ მიიღო, რაც წარმომადგენელთა პალატამ განხილვის მეორე დღესაც პოზიციები ვერ შეაჯერა.

დონალდ ტრამპის კანონპროექტს, რომელმაც ე.წ. ობამაქეარი უნდა ჩაანაცვლოს, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. 6-საათიანი ხმაურიანი დებატების შემდეგ, კონგრესმენებმა შესვენება გამოაცხადეს. შესვენების დასრულების შემდეგ კი, როდესაც კანონმდებლები დარბაზში კენჭისყრის გასამართად ბრუნდებოდნენ, დონალდ ტრამპმა კანონპროექტი გაიწვია და "ობამაქეარი" ძალაში დატოვა.

დღის ამბები