07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჩეჩნეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ჩეჩნეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციის განცხადება ფრანს პრესმა გაავრცელა.

ბოლო ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზაზე თავდასხმის შედეგად 6 სამხედრო დაიღუპა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბაზაზე შეჭრა 8-კაციანმა დაჯგუფებამ სცადა, თუმცა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ყველა მებრძოლი მოკლეს. ამ დროისთვის საავადმყოფოში 3 დაშავებული გვარდიელი რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები