07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ლონდონის პოლიციამ ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 ეჭვმიტანილიდან კიდევ 7 ადამიანი გაათავისუფლა

ლონდონის პოლიციამ ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 ეჭვმიტანილიდან კიდევ 7 ადამიანი გაათავისუფლა. პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიებას 2 პირი ჰყავს დაკავებული.

ძალოვანები ცდილობენ, დაადგინონ, რა კავშირი ჰქოდათ მათ ხალიდ მასუდთან, რომელმაც ვესტმისტერის ხიდზე და პარლამენტის შენობასთან მოაწყო თავდასხმა და 4 ადამიანი მოკლა.

ისლამურმა სახელმწიფომ ის საკუთარ მებრძოლად გამოაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მასუდი რამდენჯერმე იმყოფებოდა საუდის არაბეთში და არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტებთან კავშირი სწორედ იქ დაამყარა.

საუდის არაბეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 52 წლის ხალიდ მასუდი წლების განმავლობაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. 

დღის ამბები