07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
ავიაკატასტროფას დონბასში 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას დონბასში 5 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის უკრაინული სამხედრო ვერტმფრენი ქალაქ კრამატორსკის მახლობლად ჩამოვარდა.

ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი და 3 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იძიებს.

წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენი ელექტროგადამცემ კაბელებს გამოედო, რამაც კატასტროფა გამოიწვია. 

დღის ამბები