07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
გერმანიის საარის რეგიონში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა

გერმანიის საარის რეგიონში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ 40 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კი, რომლის რეიტინგიც ახალი ლიდერის, მარტინ შულცის პირობებში შედარებით გაიზარდა, ამომრჩევლის მხოლოდ 29 პროცენტი მიემხრო.

საყოველთაო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერსაა დაგეგმილი. ანგელა მერკელს კანცლერის პოსტის შენარჩუნება მეოთხე ვადითაც სურს, მისი მთავარი კონკურენტი კი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი იქნება.

დღის ამბები