07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას, ომის აქტს უწოდებს

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ომის აქტს უწოდებს. განცხადება დიკ ჩეინიმ ინდოეთში, გლობალური ბიზნესის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, მისმა მთავრობამ და ორგანიზაციებმა სერიოზული ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩარეულიყო ფუნდამენტურ დემოკრატიული პროცესებში.

დიკ ჩეინიმ ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ელოდება, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ამგვარ პოლიტიკას. დიკ ჩეინის მიაჩნია, რომ მოსკოვის ჩარევის მცდელობის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს.

დღის ამბები